შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს მთავრობა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი,...

ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს მთავრობა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი თავდაცვა, დაისაჯოს, ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ – პრეზიდენტი

ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული ჯარი მოსახლეობის სრული ნდობით სარგებლობს და მისი დასჯა არ უნდა მოხდეს.

„არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება, მოგცენ, მაგრამ ჯარზე ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  „ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი“-გეკა გელაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი