სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》 საქართველოშია და 20-ზე მეტი კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.
სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.
《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში.
《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.
Accreditation Canada-ს 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
საქართველოში 《აკრედიტაცია კანადის》სტანდარტებით საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან შემდეგი კლინიკები:
🏥 კონსილიუმ მედულა
🏥 პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
🏥 ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა
🏥 ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი
🏥 ინოვა ინვიტრო / Innova Invitro
🏥 ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია
🏥 წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო