ნებისმიერი ქალი, საკუთარი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, შესაფერისი ტიპის მამაკაცს იზიდავს.
თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული კლასიფიკაცია იმისა, თუ რომელი ნიშნის წარმომადგენლების ყურადღებას იქცევენ ყველაზე ხშირად ამა თუ იმ ზოდიაქოს ქალბატონები.
ვერძი აქტიური, დინამიკური და თავისუფლებისმოყვარეა. თანაც, საკმაოდ ფიცხი და ტემპერამენტიანი. ასეთი ქალები, ძირითადად, მორიელს, ლომს, მშვილდოსანსა და მერწყულს მოსწონთ.
კურო მშვიდი, გაწონასწორებული, დაკვირვებული და სიმყუდროვის მოყვარული ქალია. ამასთან ერთად, ძალიან პრინციპული და ჯიუტი. ასეთი ქალებით, ძირითადად, თხის რქა, ქალწული და კირჩხიბი ინტერესდებიან.
ტყუპი თავქარიანი, მოუსვენარი, კომუნიკაბელური და ხასიათცვალებადია. ამასთან ერთად, უზომოდ მომხიბვლელი და ქარიზმატული. მისით უმეტეს შემთხვევაში ლომი, სასწორი, მერწყული ან ვერძი ინტერესდებიან.
კირჩხიბი ემოციური, ფრთხილი, ბუტია და ცვალებადია. ამასთან ერთად, ძალიან ნაზი, ქალური და შარმიანი. მისით ყველაზე ხშირად მორიელი, თევზები, მშვილდოსანი და თხის რქა ინტერესდებიან.
ლომი ეპატაჟური, ამბიციური, ხმაურიანი და აქტიური ქალია. ამასთან ერთად, უზომოდ ამაყი და ფიცხი. იგი ძირითადად ვერძს, მშვილდოსანს, მორიელსა და თხის რქას იზიდავს.
ქალწული წესრიგის მოყვარული, პუნქტუალური და რაციონალურად მოაზროვნე ქალია. ამასთან ერთად, მზრუნველი და მოსიყვარულე. მისკენ ძირითადად კურო, თხის რქა, კირჩხიბი და ლომი ილტვიან.
მასალის გამოყენების პირობები