ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის მანძილზე კვლავ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-დან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში დღეს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როდემდე-გაგრძელდება-წვიმ/
