შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტი"გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ძალაში შევიდა

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დღეიდან ძალაში შევიდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დღეიდან ძალაში შევიდა.

როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ კანონში აღნიშნულია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. (მუხლი 1 – კანონის მიზანი და მოქმედების სფერო).

ამასთან, საკანონმდებლო მაცნეში აღნიშნულია, რომ ეს კანონი არ ზღუდავს მის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

2024 წლის 1-ლი აგვისტოდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა.

ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონით, ასევე, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი