2 წელი გუდაურის ტრაგედიიდან – 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. 8 ოჯახის ცხოვრება 29 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.
„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე… რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.
ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა… ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.
ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესეი იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან მეთქი… ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები