შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსკახეთში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კახეთში 2 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კახეთის პოლიციამ,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ეჭვმიტანილი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით  ეჭვმიტანილი დააკავა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze

წყარო

  ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი