ასტროლოგები ყველაზე გამორჩეულ დღეს ასახელებენ, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის განსხვავებულია და უნიკალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პლანეტაა თქვენი მფარველი. მაგალითად, შაბათი სატურნის დღეა, სატურნი კი თხის რქის მმართველია. კვირას ასტროლოგიაში მზის დღეს უწოდებენ. მზე კი ლომის ნიშნის მფარველია. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არსებობს კვირის ერთი დღე, როცა, გამონაკლისის გარეშე, ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს.

ასტროლოგები იუპიტერის დღედ ხუთშაბათს ასახელებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულ დღეს დაწყებული საქმეები ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე სხვა პერიოდებში. ამ დღეს ადამიანებს ბევრად მეტი ოპტიმიზმი აქვთ და თავს უფრო მხნედ და ენერგიულად გრძნობენ.

როგორ გამოვიყენოთ ამ დღის ენერგია სწორად?

ხუთშაბათი იდეალურია, რომ დრო უფრო მეტად განათლებასა და თვითგანვითარებას დაუთმოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ჩვენი გონება ბევრად სხარტად მუშაობს და დეტალებზე კონცენტრირება ყველაზე უკეთ შეუძლია. კრეატიული იდეები მოინიშნეთ. ასევე, თუკი რაიმეს დაწყება გსურთ, უმჯობესია, აღნიშნულ დღეს დაიწყოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ხუთშაბათი გეგმების შედგენისთვისაც კარგია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრად უფრო გამბედავები და აქტიურები ვართ. ამიტომაც, თამამი იდეებისათვის მზად ვართ.

ხუთშაბათი საკუთარ თავთან ჰარმონიის დღეა. ითვლება, რომ აღნიშნულ დღეს ექიმთან, მასაჟისტთან, კოსმეტოლოგთან ვიზიტი ყველაზე შედეგიანია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ასტროლოგები ყველაზე გამორჩეულ დღეს ასახელებენ, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ასტროლოგები-ყველაზე-გამო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi