სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 25 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტალების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტალის (ნაწილობრივ), ლევან ასათიანის, კონსტანტინე კაპანელის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, უჩა ჯაფარიძის, ხომლის, ლევან ჩარკვიანის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის, პაატა დათუაშვილის, ალექსანდრე ბანძელაძის და მელიტონ ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასვის I კვარტალის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, დავით ბერიაშვილის, ტერენტი გრანელის, ხრამჰესის, თამარაშენის, ლარეხის, პაატა სააკაძის, რამაზ დავითაშვილის, მნათობის, ბელა მირიანაშვილის, ასპინძის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ცაიშის, ქვალონის, კახა მანიჟაშვილის, ართვინის, გაბაშვილის, ლამის, ნინო და კალისტრატე სალიების, ატოცის, ახუთის, გუმათის, ჯაბაურის, მიჩურინის, ბოდავის, პეტრე ბაგრატიონის, აბაშის, მეორე ქვალონის, ეკატერინე ჭავჭავაძის, დოდო ჭიჭინაძის, უფლისციხის, მამარდაშვილის, ძეგამის და ზეგანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები