ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასმა მოიმატა, მოთამაშეთა ჯამური ღირებულება (რომელიც 161,05 მილიონი იყო) 24,05 მილიონი ევროთი გაიზარდა და 185,10 მილიონი გახდა – განახლებული ინფორმაცია „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.
ახალი მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის ფასი 45 მილიონი ევრო გახდა (იყო 35 მილიონი) და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა, გიორგი მიქაუტაძის ფასმა კი 15-დან 20 მილიონამდე მოიმატა.
ასევე გაზარდა გიორგი ქოჩორაშვილის (ერთი მილიონიდან – 2,5 მილიონამდე), ლაშა დვალის (900 ათასიდან 1,5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებები.
მასალის გამოყენების პირობები