შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი...

„თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი… ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ბუდუზე

„ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დავაკარგვინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით წერს.

ნათია ფანჯიკიძე ეხმიანება 2 ივლისს, ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიის კადრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელსაც სოციალურ მედიაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო „ლურჯი ფრინველი“, გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა. თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი.

„ნამეტანი სიყვარული“ აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი “დაცვის”, ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება.

არც ბუდუა “საწყალი” ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან “ცხვრები”, რომ ერთმანეთი დააჩაგვრინონ ვინმეს. მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

  „იმერული ღიღინი“- მურმან შათირიშვილის, გია ბაღაშვილის და ხვიჩა მაღლაკელიძის შესრულებით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი