შვედეთში ბაბუა-ბებიებისთვის შვილიშვილების მოვლა ანაზღაურებადი გახდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შვედეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას აძლევს. შვებულების აღება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან სამი თვის განმავლობაში.

კანონის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილი საკუთარი შეღავათის ნაწილი ბებიასა და ბაბუას გადასცენ.

შვედეთში სახელმწიფო შეღავათების გადახდა თითოეულ ბავშვზე 480 დღის განმავლობაში ხდება, ანუ დაახლოებით 16 თვის განმავლობაში, აქედან 390 დღის კომპენსაცია გამოითვლება პირის სრული შემოსავლის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 90 დღის განმავლობაში იღებენ ფიქსირებულ თანხას – 180 კრონს, რაც დღეში 17 დოლარია.

შვედეთში მშობლებისთვის სხვა შეღავათებიც არსებობს, კერძოდ, მათ შეუძლიათ, მოკლე სამუშაო დღით ისარგებლონ, ვიდრე ბავშვი 8 წლის ასაკს არ მიაღწევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მშობლის ფასიანი შვებულება მამებისთვისაც შემოიღო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შვედეთში ბაბუა-ბებიებისთვის შვილიშვილების მოვლა ანაზღაურებადი გახდა. 2 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შვედეთში-ბაბუა-ბებიებისთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi