პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„როცა დედას დავემშვიდობე მითხრა, ცოცხალს ვეღარ მნახავო... - სოფია მეგრელიშვილის რთული გზა...

„როცა დედას დავემშვიდობე მითხრა, ცოცხალს ვეღარ მნახავო… – სოფია მეგრელიშვილის რთული გზა ემიგრაციაში

გადაცემა „შენი დილა“ ქართველი ემიგრანტის სოფია მეგრელიშვილის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ემიგრაციის სირთულეებზე და დედასთან გამომშვიდობებაზე საუბრობს.

„როცა დედას დავემშვიდობე, ჭიშკართან გამოვიდა და ცოცხალს ვეღარ მნახავო.. 2008 წლის 1 იანვარს დაიღუპა. დამხმარე აყვანილი მყავდა, მე სხვის დედ-მამას ვუვლიდი და აქ დედაჩემს სხვა უვლიდა..

20 წელია, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები. 22 წლის წინ გავშორდი მეუღლეს, მყავს ერთი შვილი. ყოფილი მეუღლე სიმშვიდეს არ მაძლევდა და ჩვენი ცხოვრება ალბათ ცუდად დამთავრდებოდა. ვიყავი ძალადობის მსხვერპლი…
ემიგრაციაში წასვლას ვნანობ, რადგან დედას ის ვერ გავუკეთე ბოლომდე, რაც შვილს უნდა გაეკეთებინა. იმას ვნანობ კიდევ, რომ ჩემს შვილს სიყვარული ვერ დავანახე და მისთვის მხოლოდ ეკონომიური მხარე ვიყავი. ამას ვნანობ.. “, – ამბობს სოფია მეგრელიშვილი.

  „რამდენიმე დღეში კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ქონდა...“ - თამუნა მუსერიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი