29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავა. ეს რეჟიმი წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, დაახლეობით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.
შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.
****
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრების რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით, დამატებითი ძალების მობილიზება, როგორც სპეც-ტექნიკის ასევე, ცოცხალი ძალის საშუალებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოშიც მოახდინა.
****
2024 საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 404 გემი შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, მათი უმეტესობა ზოგადი ტიპის არასპეციალიზებული გემი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა 393 გემი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს რაოდენობა მცირედით, 2.8%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული გემების რაოდენობა ტიპების მიხედვით გადანაწილდა.
ასევე საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით გემი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, პანამის დროშის ქვეშ მცურავი იყო.
****
მსოფლიო ევგენი პრიგოჟინის ბიზნესიმპერიის ყველაზე მიმზიდველი აქტივების მფლობელები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და ერთ-ერთი რუსი მილიარდერი გახდნენ. პრიგოჟინთან დაკავშირებული 120-ზე მეტი მოქმედი კომპანია გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ამჟამად მათგან ყველა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” გარდაცვლილი დამფუძნებლის ოჯახს არ ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანიას ყოფილი პოლიციელები ხელმძღვანელობენ.
****
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. ხოლო იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ 3 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.
****
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მათი პროფესიული, მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბათუმში მიულოცა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დარგის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი მეზღვაურების დიდ როლზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი მთავრობის მიერ საზღვაო სექტორში გაწეულ სამუშაოსა და მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.
****
საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.
საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
****
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანკფურტში “დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და მადრიდში „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ომბუდსმენი, ფედერალური პოლიციის კომისარი, გერმანიის უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მონაწილე მხარეებმა, პოლიციის ანგარიშვალდებულება, პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების პრაქტიკა და გამოწვევები ხუთი ქვეყნის – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განიხილეს.
****
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
****
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
****
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში გაიხსნა გაერო-სა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელმწიფო სერვისების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს წელს 50 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი ესწრება.
ფორუმი გახსნეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნხუამ, გაერო-ს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრმა ლი სანგ-მინმა.
****
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.
ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.
****
მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები 2024″ სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა გახსნეს ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” სამიზნე მუნიციპალიტეტებს.
****
ევროკავშირი დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.
გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია არის მოლაპარაკება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის, სადაც განიხილება და თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები.