შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა ხდება ორგანიზმში, როცა წყალს უზმოზე ვსვამთ

რა ხდება ორგანიზმში, როცა წყალს უზმოზე ვსვამთ

უბრალო წყალს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია! წყალი – უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა.დამტკიცებულია, რომ ავადმყოფობების უმეტესობა სწორედ წყლის ნაკლებობით არის გამოწვეული.წყლის დეფიციტის შემთხვევაში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად კი ჩნდება სხვადასხვა დაავადება.

დღესდღეობით იაპონიაში პოპულარულია წყლის მიღება გაღვიძებისთანავე.

ახლა კი მოგიყვანთ წყლით მკურნალობის მეთოდის ინსტრუქციას:

დილით, გაღვიძებისთანავე მიიღეთ 4 ჭიქა 160-160 მლ წყალი (კბილების გახეხვამდე).

გაიხეხეთ კბილები, მაგრამ შემდეგ არც დალიოთ და არც მიირთვათ არაფერი 45 წუთის განმავლობაში.

45 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ მიირთვათ.

საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ წყალი, შემდეგ – შეგიძლიათ.

მოხუცებმა ან მაღალი არტერიული წნევის მქონეთ, ვისაც არ შეუძლია 4 ჭიქა წყლის ერთბაშად დალევა, შეუძლიათ თავდაპირველად მცირე დოზებით დაიწყონ წყლის უზმოზე მიღება და ნელ-ნელა მოუმატონ დადგენილ ნორმამდე.

ახლა კი წყლით მკურნალობის ხანგრძლივობის რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადების დროს:

  1. მაღალი წნევა – 30 დღე
  2. გასტრიტი – 10 დღე
  3. დიაბეტი – 30 დღე
  4. დიარეა – 10 დღე
  5. ართრიტი – თავდაპირველად 3 დღე, მომდევნო კვირიდან კი – ყოველდღე.

მკურნალობის ამ მეთოდს არ აქვს უკუჩვენება, ერთადერთი დისკომფორტი ამ დროს გახშირებული შარდვაა.

უმჯობესი იქნება, თუ ამ პროცედურას მკურნალობის დასრულების შემდეგაც გააგრძელებთ და წყლის რეგულარულ მიღებას ცხოვრების წესად გაიხდით.

  როგორ შეიცვლება ორგანიზმი, თუ ყოველდღე შეჭამთ შვრიის ფაფას? - ხსნის ექიმი-დიეტოლოგი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი