ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.

რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.

იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: სახლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი. 23 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ხარკოვში-დაბომბვის-შედეგ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi