„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი უარესდება

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი უარესდება. 20 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მოსალოდნელია-ძლიერი-წვი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi