ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება გახდა სავალდებულო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლების კლასებსა და უნივერსიტეტების კათედრებზე ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილ ამ ზომას, ხელი მოაწერა გუბერნატორმა, ჯეფ ლანდრიმ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კანონს სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები გააპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გათვალისწინებული, ხოლო აღნიშნული ზომა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ხელმოწერილი კანონის მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებში გამოსაკრავი ფურცელი უნდა შეიცავდეს „დიდი, ადვილად წასაკითხი შრიფტით“ დაწერილ წმინდა ტექსტს.

- Advertisement -
Ad imageAd image

1980 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კანონი გააუქმა, რომელიც საჯარო სკოლებს საკლასო ოთახებში ათი მცნების გაკვრას ავალდებულებდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება გახდა სავალდებულო. 20 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლუიზიანა-აშშ-ის-პირველი-შ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi