„ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება“ – რას ითვალისწინებს ბაიდენის ადმინიტრაცის ახალი ზომები და რა კატეგორიის მიგრანტებზე გავრცელდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან დაიცავს ქვეყნის მოქალაქეების უსაბუთო მეუღლეებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად.

აღნიშნული ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ და აშშ-ს მოქალაქესთან ქორწინებაში ლეგალურად იმყოფებიან.

ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ, რომელსაც საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ასეთ მიგრანტებს მიეცემათ სამწლიანი პერიოდი მუდმივ ბინადრობაზე განაცხადის შესატანად და ექნებათ აშშ-ში ოჯახებთან დარჩენის და მუშაობის უფლება.

- Advertisement -
Ad imageAd image

თეთრი სახლის ცნობით, ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების მიხედვით, ის პირები, ვინც აშშ-ში უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და ამერიკელი დამსაქმებლისგან სამსახურებრივი შეთავაზება მიიღეს, სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება“ – რას ითვალისწინებს ბაიდენის ადმინიტრაცის ახალი ზომები და რა კატეგორიის მიგრანტებზე გავრცელდება. 18 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ზომა-დეპორტაციისგან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi