პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 64.4%-ით შემცირდა და 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა, ტრანსპორტი & დასაწყობება და დამამუშავებელი მრეწველობა.

პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ თურქეთი, ჩეხეთი, აშშ და ნიდერლანდები .

****

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, რაც 27% -ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში ფულადმა გზავნილებმა 390.240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს იტალია, რომელზეც ფულადი გზავნილების 17% მოდის, მოსდევს რუსეთი 16.9%-ით და აშშ – 16,6%-ით.

****

ბორჯომში ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში შესაძლოა, „ჰილტონი“ შევიდეს. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტში ბორჯომის განვითარების 5 სტრატეგიული მიზანია წარმოდგენილი:

საკურორტო რესურსის ოპტიმიზაცია; იერსახის გაუმჯობესება; დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა; საქალაქო ცხოვრების დონის ამაღლება; უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ დასახელებული მიზნების მიღწევა რამდენიმე ალტერნატიული გზით არის შესაძლებელი.

****

რუსების მიერ საქათველოში განსახლების ობიექტების ივლისის დაჯავშნები, 2023 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა.

რუსების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ივლისის ჯავშნებში საქართველო მესამე ადგილზეა.

ზოგადად, რუსების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ჯავშნების რაოდენობა, 2023 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, წლევანდელი ივლისისთვის 72%-ით გაიზარდა. უცხოური მიმართულებების წილი მთლიანი ჯავშნების სტრუქტურაში კვლავ მცირეა, თუმცა 2023 წლის 8%-დან წელს 12%-მდე მაინც გაიზარდა.

საზღვარგარეთის მიმართულებებში რუსების ძირითადი მოთხოვნა დსთ-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ფიქსირდება, რომლის წილიც უცხოურ ჯავშნებში, თითქმის ნახევარს, 46%-ს შეადგენს.

****

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამჟამად მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

****

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი – უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.

****

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა უნდა, არსებულ სტატუსებს.

****

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები არიან სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი და ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის”. აღნიშნულ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საინფორმაციო ბიულეტინები შეეხება პარტნიორ ქვეყნებში კომუნალური მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას. დოკუმენტები განთავსებულია პროექტის საიტზე.

****

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ფედერაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც “ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული”.

****

შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა „გაუჩინარდა“ – ერაყი და იორდანია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც სამიტის შემდეგ კომუნიკეს ხელი მოაწერეს, 80-დან 78-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, თავდაპირველად, ხელს აწერდა 80 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და 4 ორგანიზაცია.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი