შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები„ვინც შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს…

„ვინც შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს…

მომღერალმა ნინა სუბლატმა, რომელიც გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა, მის ცხოვრებაში არსებულ სტრესულ პერიოდზე, კერძოდ, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა:

„პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა, ამაზე ძალიან იშვიათად საუბრობენ…

ვინც შვილის ყოლას გეგმას, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ინფორმაცია [რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესი], რომ პოსტსამშობიარო დეპრესია სინამდვილეში ბუნებრივი რამ არის.

ჩემს შემთხვევაში ეს ეტაპი დაახლოებით, ორ წლამდე გაგრძელდა, ყველაზე მძიმედ მახსოვს ნეგატიური ხმა, რომელიც არასდროს ჩერდებოდა, ამ ნეგატიურ ხმას მოყვება შემდგომ დისბალანსი ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებ…

პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ როცა მძიმედ ხარ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ელოდები, რომ ვიღაც ან რაღაც გადაგარჩენს. შეიძლება ეს მოლოდინი წლები გაგრძელდეს, თუმცა ბოლოს ხვდები, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ გიშველის…“, – განაცხადა ნინა სუბლატმა.

წამყვანის კითხვაზე, მშობიარობის შემდგომი დეპრესია გახდა თუ არა ოჯახის დანგრევის მიზეზი, სუბლატი პასუხობს:

„არა, სხვათა შორის როცა გამოვედი [მდგომარეობიდან] და გავნათდი, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება“

  „ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… - ჰალკი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი