ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მზიანი და უნალექო ამინდი 31 მაისის დღის ბოლომდე შენარჩუნდება და პირველი ივნისს ისევ წვიმა და ქარი იქნება.

„31 მაისის ჩათვლით, მთელს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. არამდგრადობა და სინოტივე შუადღისა და საღამოს საათებში ცალკეულ რაიონებში წვიმას და ელჭექს გამოიწვევს.

დასავლეთ საქართველოში, 31 მაისამდე 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 31 მაისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, [5 გრადუსით], საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინის ქირაობა თბილისში?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი