ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 28 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 28 მაისს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს თანდართულ კანონპროექტთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

****

რუსეთის ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გაზრდილმა გადასახადმა მიწოდება ვერ შეზღუდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საფრანგეთი და ესპანეთია. უფრო მეტიც, ფედერალური საბაჟო შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს მონაცმებით, მიწოდება გაიზარდა.

უწყების ხელმძღვანელ მაქსიმ ჩმორას განცხადებით, საიმპორტო გადასახადის ზრდამ მხოლოდ იტალიურ ღვინოებზე “იმოქმედა” და მათი იმპორტი შემცირდა. თუმცა “ესპანელი და ფრანგი მიმწოდებლები ამ გადაწყვეტილებაზე მშვიდად რეაგირებდნენ და იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე, ფაქტობრივად, არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც, პირიქით, გაიზარდა.”

****

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და

ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე.

****

28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

****

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე.

  დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო - ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

****

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მსახიობები, ოპოზიციონერი პოლიტიკისები, ყოფილი დეპუტატები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ, იმისთვის, რომ გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

მოქალაქეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ეს იქნება ქვეყნის მომავლისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და უარის თქმა ნატო-სა და ევროკავშირში წევრობაზე.

****

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გოგიტა თედორაძეს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ულრიჰ კასპერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები.

****

ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.