ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7246 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9540 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.
****
ყაზახეთმა და ჩინეთმა სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს.- ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საცდელი სატრანზიტო ავტო ტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.“
****
თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
****
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უწყების საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე დეტალურად ისაუბრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით.
****
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონული ექსპორტის დირექტორთან-სარა ჩიჯისთან და საქართველოში ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
****
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ორშაბათს, 27 მაისს განიხილავს.
კომიტეტის სხდომა დილის 09:00 საათზე არის ჩანიშნული. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პირველივე საკითხად არის მონიშნული.
****
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის.
მაკრონმა კომენტარი გააკეთა პუტინის უარზე ოლიმპიური თამაშების დროს ზავის დაწესებასთან დაკავშირებით მის შეთავაზებაზე.
„ასე რომ, მსოფლიოში ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. სწორედ მან გადაწყვიტა ამ ომის დაწყება და ის არ არის მზად მშვიდობისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.