ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი„ვისაც დიდი ხანია შვილის ყოლა სურს, კარგი ამბები ელოდებათ“ - რა ელით...

„ვისაც დიდი ხანია შვილის ყოლა სურს, კარგი ამბები ელოდებათ“ – რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აპრილის მეორე ნახევარში

აპრილი შესაფერისი დროა ყველაზე გაბედული გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მხოლოდ გჭირდებათ ძალების მოკრება, რომ მათ განხორციელებას შეუდგეთ. თუ უკან არ დაიხევთ და გაბედულად შეუდგებით თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, ბიზნესის წამოწყებაში და სამეცნიერო პროექტებში.

ვერძი

აპრილი, ზოგადად, ვერძების თვეა. მათ მოუსმენენ, სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ, ფაქტობრივად, ყველაფერში: ლატარიებშიც და უძრავი ქონების შეძენაშიც კი. და თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ  სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, ალბათ ამ წლის აპრილზე უკეთესი დრო ღარ გექნებათ. გარდა ამისა, ადვილად გაუძღვეთ საქმეებს, რომლებიც ლიდერის როლსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას უკავშირდება.

ყველაზე კარგი დღეები: 7, 8, 9, 19.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 5, 6, 12, 13, 20, 26.

კურო

კუროსთვის უმჯობესია აპრილში მკვეთრ, სერიოზულ აქტივობებზე უარი თქვას. ამის ნაცვლად მყარი საძირკვლის აშენება დაიწყეთ: რთული პერიოდი გელით, რომელიც არ „დაგაგდებთ“, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს თქვენთვის ჩვეულ, ზომიერ ცხოვრების რიტმში. საინტერესო აღმოჩენები და სიახლეები გელით, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი მეგობარი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს თქვენთან ურთიერთობას.

ყველაზე კარგი დღეები: 11, 12.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 23.

ტყუპი

ტყუპებისთვის აპრილი კარგი პერიოდი იქნება სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ამავდროულად, ეს თვე იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ შესაძლოა თავგზა აგებნეთ. ტყუპებს რამდენიმე ახალი ნაცნობობა ელოდება, გარშემო მყოფები კი ახლო მეგობრები გახდებიან. ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეწყვეტს თქვენი გეგმებისა და იდეების შეფერხებას და კარტ ბლანშს მოგცემთ მათ განსახორციელებლად. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავისუფლება ელის არა მხოლოდ სამუშაო საკითხებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა მოვლენების ასეთი მშფოთვარე ნაკადის გამო მათ მყუდრო სიტუაციაში თავის შეფარება მოუნდებათ.

ყველაზე კარგი დღეები: 13, 14, 15.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4,11, 25.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სამუშაო და კარიერული საკითხები უკანა რიგში გადაიწევს და წინ წამოვა პირადი ცხოვრების მოწყობის თემა. აპრილში ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულიც იქნება, მთავარია, რომ ის დროულად შეამჩნიოთ. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის აპრილი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით და ახალი წამოწყებისთვის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კირჩხიბებისთვის უმჯობესია ამ თვეში სახლიდან შორს არ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უსიამოვნებები ელით.

  "თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას პალატის ექთნის პოზიციაზე

ყველაზე კარგი დღეები: 4, 8, 15, 17, 22, 25.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 13, 23, 27.

ლომი

ლომები აპრილში ბევრს და შორ მანძილზე იმოგზაურებენ. გრძელ გზებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც გელით, მაგრამ მათ წარმატებით გაუმკლავდებით. და როდესაც ამ სიძნელეებს გადალახავთ, თქვენ წინაშე წარმატებისკენ მიმავალი სწორი და ფართო გზა გაიხსნება საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო პროექტებით, კარიერული პერსპექტივით და ახალი შესაძლებლობებით თქვენს პირად ცხოვრებაში.

ყველაზე კარგი დღეები: 19.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 6, 13, 20, 27.

ქალწული

აპრილში ქალწულებს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან გამოადგებათ. მხოლოდ მეგობრები და ნათესავები უზრუნველყოფენ თქვენთვის იმ საყრდენს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორად დაგეგმილი გზიდან მრუდე და მოლიპულ გზაზე არ გადაუხვიოთ. აპრილის მოვლენები იმდენად უცნაური იქნება, რომ ნებისმიერი დახმარება გამოგადგებათ. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა შეიძლება შორიდანაც კი მიიღოთ. უარი არ თქვათ მასზე. და შეეცადეთ, კონფლიქტებში არ გაერიოთ. იყავით ყურადღებიანი თქვენი ოჯახის და პარტნიორების (და განსაკუთრებით ოპონენტების) მიმართ.

ყველაზე კარგი დღეები: 21, 22, 24.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4, 11, 19, 26.

სასწორი

სასწორიც მზად უნდა იყოს დიდი ცვლილებებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიანთ სამეგობრო წრეს გადახედონ და საკუთარი ღირებულებები ახალი ხედვით შეაფასონ. მას შემდეგ, რაც თქვენი გარემოებები შეიცვლება ცხოვრებისეულ შეხედულებებთან ერთად, კოლეგები დიდ როლს ითამაშებენ მომავალ გეგმებში. თვის მეორე ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ ოჯახსა და ბავშვებზე. დიდია ყველაფრის დაკარგვის ალბათობა, ამიტომ შეეცადეთ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ, არ ეჩხუბოთ საყვარელ ადამიანებს, მხარი დაუჭირეთ მათ და ნებისმიერ წვრილმანთან დაკავშირებით გვერდში დაუდექით.

ყველაზე კარგი დღეები: 6, 12, 24, 27.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 23.

მორიელი

მორიელებს ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ელოდებათ: პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულ საქმიანობაში. უფრო მეტიც, ცვლილებები შეიძლება კარდინალური იყოს. სამსახურში, ასევე, სავარაუდოა სამსახურებრივი რომანის დაწყებაც, მაგრამ იმისათვის, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო თავგადასავალთან დაკავშირებით.

  დიდი დიღომი — თბილისის ურბანული მემკვიდრეობა და მომავლის პერსპექტივა

ყველაზე კარგი დღეები: 9, 25.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 1, 12, 15, 22, 26, 29.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს არამარტო ოჯახური იდილია შეიძლება ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით დაენგრეთ – საფრთხის ქვეშაა მათი სამუშაო და მეგობრებთან ურთიერთობაც. გამოუსწორებელი მოვლენების თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ, დაუფიქრებელი  ქმედებებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. უმჯობესია ეს დრო სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წარმატებას მოგიტანთ. მათ კი, ვისაც დიდი ხანია შვილის ყოლა სურს, კარგი ამბები ელოდებათ.

ყველაზე კარგი დღეები: 1, 4, 27, 28.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 10, 17.

თხის რქა

რაც შეეხება თხის რქებს:  მათთვის ცვლილებები საქმეებსა და ურთიერთობებში სასიამოვნო იქნება. სხვა ცვლილებებსაც უნდა ელოდოთ. შესაძლოა მოულოდნელი ორსულობაც კი (თუ ახლა ამას კითხულობთ, უკვე არც ისე მოულოდნელი იქნება). მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ დროულად უნდა განიტვირთოთ და დაისვენოთ. დიახ, დასვენების გამო შეიძლება ცოტა ფული დაგაკლდეთ, მაგრამ სამაგიეროდ არამატერიალური მხრივ რაღაც უფრო დიდს მიიღებთ.

ყველაზე კარგი დღეები: 2, 16, 30.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 1, 4, 11, 18, 22, 26, 29.

მერწყული

მერწყულებისთვის აპრილი უმეტესად საბინაო საკითხებთან იქნება დაკავშირებული. არ არის გამორიცხული უძრავი ქონების ყიდვა ან საცხოვრებლის შეცვლა. ყურადღებით და ფრთხილად იყავით: თვის პირველ ნახევარში არის რისკი, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

ყველაზე კარგი დღეები: 4, 5, 13, 24, 27.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ:  7, 14, 21.

თევზები

თევზებმა ფულის შოვნის ყველა შესაძლებლობის ძიების ნაცვლად ჯობია ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება. ამისთვის მათ აპრილის მეორე ნახევარში განსაკუთრებით დიდი დრო ექნებათ. თვის დასაწყისში კი ყველა შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელიც მოგეცემათ, რათა წარმატებას მიაღწიოთ პირად ურთიერთობებში, სიყვარულსა და შემოქმედებით საქმიანობაში. გარშემო მყოფების მთელი ყურადღება თქვენზე იქნება მომართული, ამიტომ ეცადეთ, რეპუტაცია არ გაიფუჭოთ და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ თავი.

  როგორია ორი ყველაზე კეთილი ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე კარგი დღეები: 6, 7, 11, 12, 22.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 10, 17, 24.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.