სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმისიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არც ერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის, პრობლემა...

სიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არც ერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის, პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება – სარჯველაძე

„უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში, შესაბამისი ნორმატიული აქტი ამოქმედდება და სიახლე ძალაში შევა. მანამდე კი, არც ერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება. თუ ვინმეს, მსგავს საკითხთან დაკავშირებით ექნება კითხვა, მზად ვართ, სრული მომსახურება გავუწიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პროგრამული ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი და პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი, ლიმიტის გარეშე დაფინანსდება.

მიხეილ სარჯველაძემ სახლის მიზნებზეც ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ, გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბევრი პაციენტისთვის, ეს იყო ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი, გარკვეულ დაფინანსების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ალტერნატიული შესაძლებლობები, კონკრეტული ფორმით დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნები, ბევრი პაციენტისთვის, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან მედიკამენტების ღირებულება გამოსულიყო. ხმამაღლა ვიტყვი, რომ პრაქტიკულად, არც ერთი პაციენტისთვის, 25 000-ლარიანი ლიმიტი არსებობა, მკურნალობასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დაბრკოლება არ გახდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამული მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად არასწორი, გაზვიადებული ინფორმაცია ვრცელდება.

„იმ მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, არავითარი დეფიციტი არ არსებობს. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რომ დეფიციტი, არც მომავალში შეიქმნას. უწყება ინფორმირებულია და მუშაობს იმ ნაკლოვანებებზე, რაც შესაძლოა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ლოჯისტიკის კუთხით არსებობდეს. ლოჯისტიკაში ვგულისხმობ მარაგებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გავრცელებასა და მიწოდებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი