შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვერ გადავარჩინეთ… ცრემლები ვერ შევიკავე…“ - რის გამო იტირა რეპერმა ლექს-სენმა

„ვერ გადავარჩინეთ… ცრემლები ვერ შევიკავე…“ – რის გამო იტირა რეპერმა ლექს-სენმა

რეპერ ლექს-სენს, რომელსაც აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს – საზღვარგარეთ სოლო კონცერტებისთვის ემზადება, შემდეგ კი კონცერტებს საქართველოშიც გეგმავს. ჟურნალი „გზა“ მასთან ბლიც-ინტერვიუს გვთავაზობს.

როგორ ფიქრობთ, როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას თქვენ შესახებ?

ლექს-სენი:

დიდი ალბათობით, როგორიც ვარ, ჩემ შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვთ – როგორც ყველა ცოცხალ, ჩვეულებრივ ადამიანში, ჩემშიც არის დადებითიც, უარყოფითიც… იდეალური ნამდვილად არ ვარ.

ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

ასეთი ბევრია… მაგალითად, ბავშვობაში გაუცნობიერებლად, მეზობელს თივა დავუწვი, ხეხილის ბაღი დავუზიანე… როცა მახსენდება, მრცხვენია.

ბოლოს რის გამო იტირეთ?

საყვარელი ლეკვი გვყავდა, რომელიც შარშან მომიკვდა – ვერ გადავარჩინეთ… ცრემლები ვერ შევიკავე…

  ჯარიმა 500 ან 1 500 ლარი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი