სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
x

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს მკურნალობა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარდება.

ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

„59 წლის მამაკაცი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მას დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური, ამას ემატება სასუნთქი გზებს თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია.

30 და 39 წლის 2 მამაკაცი მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში – 12 და 9% დაზიანებით. მათ დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზედა კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 7 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სასროლეთში-აფეთქების-შედ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi