„2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა“ – ასეთია „გალთ & თაგარტის“ უახლესი კვლევის შედეგები.
კვლევაში ნათქვამია, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში.
უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის თებერვალში ქირის საშუალო შეწონილი ფასები უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
ვაკე – 14.1 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
მთაწმინდა – 14 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
საბურთალო – 12 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
ჩუღურეთი – 10.9 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
კრწანისი – 10.8 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
დიდუბე – 9.8 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
ისანი – 9.6 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
ნაძალადევი – 8.9 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
ვაშლიჯვარი – 8.8 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
დიდი დიღომი – 8.1 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
სამგორი – 8.1 დოლარი 1 კვ.მ-ზე;
გლდანი – 8 დოლარი 1 კვ.მ-ზე.
მასალის გამოყენების პირობები