სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება - მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება – მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი, ჯანსუღ ნანბა ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა, სადაც მან დეზინფორმაცია უწოდა „ტელეგრამ“ არხებში გავრცელებულ ინფორმაციას, მოსახლეობის შესაძლო გადაადგილების შესახებ.

ე.წ მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ აფხაზურ მხარესთან ერთად, აეროპორტის გაფართოების გეგმა აქვთ.

როგორც მედია წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“. – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

  სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი