ყველას კარგად გვახსოვს სერიალი “კლონი”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა და ძალიან პოპულარული იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ბევრი მაყურებელი თანაუგრძნობდა მთავარ გმირ ჟადეს, რომელსაც ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანი ანტონელი ასრულებდა. მისი პარტნიორი კი, შეყვარებული ლუკასი, მურილო ბენისიო გახლდათ.
ეკრანზე გმირებს შორის ნამდვილმა ვნებამ იფეთქა, ამიტომ ჟადეს და ლუკასის თაყვანისმცემლები ბედნიერები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ მსახიობების ეკრანული რომანი რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. გადაღებების დასრულების შემდეგ წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. 2005 წლის 24 მაისს ჯოვანას და მურილოს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც პიეტრო დაარქვეს.
სამწუხაროდ, ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ბავშვის დაბადებიდან მალევე წყვილი დაშორდა. 2007 წელს ჯოვანი მეორედ დაქორწინდა ბიზნესმენ რობერტო ლოკასიოზე, რომელსაც ცოლთან და გერთან ერთად ამერიკაში გადასვლა სურდა. მაგრამ ბენისიომ ამის საშუალება არ მისცა და რითაც გაანადგურა ყოფილი ცოლის ქორწინება.
როგორც ჩანს, წყვილმა ყველა წყენა წარსულში დატოვა – ახლა მურილო შვილთან ურთიერთობას აგრძელებს და დიდ დროს ატარებს მასთან. ცოტა ხნის წინ ბენისიომ ზრდასრული პიეტროს ახალი ფოტოც გაასაჯაროვა.
პიეტრო ახლა 18 წლისაა და მაისში 19 წლის გახდება. ის უფრო მამას ჰგავს და გამომწერები მას „მურილოს გაუმჯობესებულ ასლს“ უწოდებენ. ბოლო დრომდე პიეტრო პუტკუნა თინეიჯერი იყო, ახლა კი მაღალი და ტანადი ახალგაზრდაა, რომელიც მოდელის კარიერას იკეთებს.
რაც შეეხება ჯოვანის, ის მესამე დაურეგისტრირებელი ქორწინებით ტკბება რეჟისორ ლეონარდო ნოგეირასთან. ისინი 2009 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს, 2010 წლის ნოემბერში კი ტყუპის, ანტონიას და სოფიას მშობლები გახდნენ. გოგონები ახლა 13 წლის არიან და საოცრად ჰგვანან დედას. გოგონები წელს 14 წლის გახდებიან, ისინი უკვე დედასავით მაღლები არიან და უფრო მოზრდილებს გვანან.
მასალის გამოყენების პირობები