სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„ჩემი მიზანი იყო, ერთ დღეს „ბარსელონაში“ მეთამაშა... შეიძლება, ჩემი პრობლემაა, რომ საკმარისად...

„ჩემი მიზანი იყო, ერთ დღეს „ბარსელონაში“ მეთამაშა… შეიძლება, ჩემი პრობლემაა, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ“ – ბუდუ ზივზივაძე ოჯახსა და კარიერაზე

21 მარტი ფეხბურთის ქარველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. მთელი ქვეყანა სიხარულისა და სიამაყის ემოციებმა მოიცვა. უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და საოცნებო ფინალის საგზურიც მოიპოვა.

ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

მატჩის მთავარი პერსონა ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე იყო. ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

“როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს მეთქი, ეგრეც მოხდა… უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ” – განაცხადა მატჩის შემდეგ ბუდუმ.

ბუდუ ზივზივაძის ოჯახი

ქართველ თავდამსხმელს მეუღლე და გოგონა, სახელად შაი ჰყავს. ოჯახი მასთან ერთად უნგრეთში ცხოვრობს. ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძე, ისევე როგორც თავად ბუდუ, ქუთაისელია და მათ ერთმანეთი წლების წინ სოციალურ ქსელში გაიცნეს.

„როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის “დინამოში” თამაშობდა. რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს” – ამბობდა ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში ნინი.

ბუდუს ბავშვობა

ბუდუ ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, “საშუალო ოჯახში”.

“დავიბადე საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში, საშუალო ოჯახში. ჩვენ არ ვიყავით ღარიბები, მაგრამ არც მდიდრები ვყოფილვართ. მშობლები ყოველთვის მეხმარებოდნენ. როცა კარგად არ ვთამაშობდი, ყოველთვის ყველაფერში მხარში მედგნენ.

ბავშვობაში ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარდა. როცა დავიწყე ფეხბურთის ყურება, მაშინ მივხვდი პირველად, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ფეხბურთელი და გამიჩნდა სურვილი, ოდესმე ტელევიზორსა და სტადიონებზე მეც გამოვჩენილიყავი. 12-13 წლის ასაკში ჩემი მიზანი იყო, ერთ დღეს “ბარსელონაში” მეთამაშა. მალე 28 წლის გავხდები და ამას სიზმარში თუ ვნახავ, მაგრამ ოდესღაც ეს მოტივაციას მმატებდა. ფეხბურთი ძირითადად რონალდინიოს გამო შემიყვარდა. შემდეგ ჩემი ფავორიტი ინიესტა გახდა, დღეს კი ყველაზე მეტად პედრის თამაში მომწონს. მესის არ ვახსენებ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სამყაროდან არ არის. მას შემდეგ სულ ვუყურებ “ბარსელონას” მატჩებს, ახლა ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ…2 წლამდე ყველა ტურნირში ბომბარდირი ვხდებოდი და უკვე 9 წელია, რაც თავდასხმაში ვთამაშობ. ბავშვობაში კი “ათიანის” პოზიციაზე თამაშს ვანიჭებდი უპირატესობას, რადგან ბევრჯერ შემეძლო ბურთთან შეხება, პასების კეთება, თამაშის მსვლელობის გაკონტროლება… დღესაც მიყვარს ის მომენტი, როცა თანაგუნდელს გოლის გატანაში ვეხმარები…

შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ზოგადად, მოედანზე ყოფნაც მსიამოვნებს. თუ ვითამაშებ, ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ.” – ამბობდა ფეხბურთელი.

კარიერის დასრულების შემდეგ…

“კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში მწვრთნელად ან სპორტულ დირექტორად დარჩენას ვისურვებ…”

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი