ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპირველად ისტორიაში, ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს

პირველად ისტორიაში, ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს

პირველად ისტორიაში, ბოსტონში, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან აღებული თირკმელი ქირურგებმა ადამიანს გადაუნერგეს.

ქალაქ უეიმუთის მკვიდრს, 62 წლის რიჩარდ სლეიმენს თირკმლის დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა. ღორის თირკმელი მას 16 მარტს, მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალში გადაუნერგეს; პროცედურას ოთხი საათი დასჭირდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საავადმყოფოდან მას 23 მარტს გაწერენ.

„ამ ყველაფერს არა მხოლოდ ჩემი დახმარების გზად აღვიქვამდი, არამედ როგორც იმედს ათასობით იმ ადამიანისთვის, რომლებსაც გადარჩენისთვის ასეთი ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ“, – ამბობს სლეიმენი საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს პროცედურა ერთ-ერთი უახლესი მიღწევაა სწრაფად მიმდინარე ერთგვარ რბოლაში, რომლის მიზანიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების გამოყვანაა თირკმელებით, ღვიძლებით, გულებითა და სხვა ორგანოებით უზრუნველყოფისთვის, რათა შემსუბუქდეს გადანერგვისთვის საჭირო ორგანოთა დეფიციტი.

„იმედი გვაქვს, რომ ტრანსპლანტაციის ეს მიდგომა სასიცოცხლო ხაზი იქნება მილიონობით პაციენტისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც თირკმლის უკმარისობით იტანჯებიან“, – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტატსუ კავაი.

ამჟამად რამდენიმე ბიოტექნოლოგიური კომპანია მუშაობს კლონირებულ ღორებზე, რომელთა დნმ-იც გენეტიკურად ისეა მოდიფიცირებული, რომ ადამიანის სხეულმა მათი ორგანოები მიიღოს და არ უკუაგდოს, ადამიანში არ გავრცელდეს ღორის ვირუსები ან არ გამოიწვიოს რაიმე სხვა გართულებები.

ბოსტონში გადანერგილი თირკმელი ეკუთვნოდა მასაჩუსეტსის ქალაქ კემბრიჯში კომპანია eGenesis-ის მიერ შექმნილ ღორს. ამ კომპანიის ღორებს 69 გენეტიკური მოდიფიკაცია აქვთ, რათა მათი ორგანოები მზად იყოს ადამიანებში გადასანერგად. ეს ცვლილებები მათ იცავს ღორების ვირუსებისგან, ასევე ამოშლილია ღორების გენები და დამატებულია ადამიანის გენები, რათა ორგანოები ადამიანთან თავსებადი იყოს.

„მადლობელი ვართ პაციენტის გაბედული წვლილისთვის, რომელიც მან ტრანსპლანტაციის მეცნიერების წინსვლაში შეიტანა. ეს წარმოადგენს ახალ საზღვარს მედიცინაში და წარმოაჩენს გენომის ინჟინერიის პოტენციალს მილიონობით ადამიანის ცხოვრების ცვლილებაში“, – ამბობს eGenesis-ის ხელმძღვანელი მაიკ კურტისი.

ეს სფერო მართლაც გასაოცარია. ამჟამად, მხოლოდ აშშ-ში 103 000 ადამიანი იმყოფება ორგანოთა გადანერგვის მომლოდინეთა სიაში. დონორთა არარსებობის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 17 ადამიანი იღუპება.

„ტრანსპლანტატი წარმოადგენს პოტენციურ გარღვევას ამ დარგში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაში – ორგანოთა დეფიციტსა და ხელმისაწვდომობის უთანასწორობაში“, – ამბობს სლეიმენის მკურნალი ექიმი უინფრიდ უილიამსი.

წარსულში ქირურგებს გენმოდიფიცირებული, კლონირებული ღორების თირკმლები და ღვიძლები უკვე გადანერგილი აქვთ ბაბუინებსა და თავის ტვინით მკვდარ რამდენიმე ადამიანში. მერილენდის უნივერსიტეტის ქირურგებმა ღორის გული გადაუნერგეს ორ მამაკაცს, რომელთაც სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ ჰქონდათ. მათ პროცედურიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოცხლეს.

სლეიმენი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიალიზზე, რის შემდეგაც, მას ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, გადანერგილ თირკმელსაც უკმარისობის ნიშნები დაეწყო, რამაც სლეიმენს გასული წლის მაისში კვლავ დიალიზზე დაბრუნება აიძულე. მას შემდეგ, ის სერიოზული გართულებებით იტანჯებოდა.

ღორის თირკმლის გადანერგვის ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური პროგრამის ფარგლებში გასცა, რომლის მიზანიც უიმედო პაციენტთა დახმარებაა.

მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი