შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტისაქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას.
პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა.
  რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიას მადრიდულ ცხოვრებაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი