21 მარტს სტრიმინგ სერვის “ნეტფლიქსზე” ახალი სერიალის, სახელად “3 Body problem”, პრემიერა შედგება. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელზეც მუშაობენ დევიდ ბენოფი, დიბი უესი და ალექსადრ ვუ. სერიალი ეფუძნება ჩინელი ავტორის, Liu Cixin-ის რომანს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ლეგენდარულ “სამეფო კარის თამაშებზე” იმუშავეს.
“ხუთი მეგობარი დედამიწისთვის დამღუპველ აღმოჩენებს აკეთებს, როდესაც მეცნიერების კანონებით მოქმედებ, ჩნდება ეგზისტენციალური საფრთხე“, – ვკითხულობთ სერიალის შესახებ “ნეტფლიქსის” ოფიციალურ გვერდზე.
ერთი ეპიზოდის გადასაღებად დაახლოებით 25 მილიონი დოლარია დახარჯული. სწორედ ამიტომ, ის უკვე ითვლება “ნეტფლიქსის” ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად.
ასე რომ, სერიალის მიმართ მოლოდინი დიდია და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ახლახან გამოქვეყნებულ თრეილერში, ერთ-ერთ კადრში თბილისს ვხედავთ – კადრზე თბილისი, რუსთაველის გამზირი და საპროტესტო აქცია ჩანს. ჯერჯერობით უცნობია, რა კონტექსტშია თბილისი და საქართველო სერიალში. დაველოდოთ – პრემიერა 21 მარტს იქნება. მანამდე ნახეთ თრეილერი:
მასალის გამოყენების პირობები