შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააფხაზეთში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ფრინველის გრიპი გაჩნდა

აფხაზეთში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ფრინველის გრიპი გაჩნდა

აფხაზეთის გარემოსდაცვითმა დე ფაქტო პროკურატურამ ზღვის სანაპიროზე გამორიყული ხუთი დელფინისა და წყლის ფრინველის, გრების, იგივე, დიდი (ან ქოჩორა) მურტალას მასიურად დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ზღვამ ხუთი დაღუპული დელფინი ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას წყლებში გამორიყა სანაპიროზე, ხოლო მკვდარი გრებები ეკოლოგებმა, ასევე, ოჩამჩირის სანაპიროზე, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით სოხუმის ყურეში დააფიქსირეს.

გარემოსდაცვითი დე ფაქტო პროკურატურა აღნიშნავს, რომ დელფინებისა და გრებების დაღუპვა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და „შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.“

ეკოლოგიის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საველი ჭითანავა აცხადებს, რომ დელფინები სათევზაო ბადეში გახვევის შედეგად დაიხოცნენ, რასაც მათი კუდის, მუცლისა და ზურგის ფარფლების თვალსაჩინო დაზიანება მოწმობს. სათევზაო ხელსაწყოების აღმოსაჩენად და მათი მფლობელების იდენტიფიცირებისთვის გამოძიება მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი დე ფაქტო პროკურატურა, ასევე, ამოწმებს, თუ რამდენად ინტენსიურად ატარებს ჭითანავას კომიტეტი რეიდებს სოფელ აძიუბჟას და თევზაობისთვის აკრძალულ სხვა რაიონების აკვატროიაში უკანონო სათევზაო ხელსაწყოების აღმოსაჩენად და ამოსაღებად.

რაც შეეხება გრებების მასობრივ დაღუპვას, უწყება აცხადებს, რომ “მიზეზი გრიპის უაღრესად მაღალპათოგენური H5 ქვეტიპის, ანუ ფრინველის გრიპის რიბონუკლეინის მჟავაა (რნმ), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.“

დე ფაქტო პროკურატურა ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა კრასნოდარში, კროპოტკინის სამხარეო ლაბორატორიაში შესასწავლად ფრინველის ბიომასალა გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ამ ფრინველის მასობრივი დახოცვის ფაქტი თებერვლის ბოლოს, აფხაზეთის გარდა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, გელენჯიკსა და ანაპაშიც დაფიქსირდა, თუმცა რუსი ექსპერტები მაშინ ფრინველის გრიპის არსებობას გამორიცხავდნენ. ისინი გრებების დახოცვის მიზეზად ხან პარაზიტულ, ხანაც რაიმე სახის ინფექციურ დაავადებას, ხან კი შიმშილისგან დაუძლურებას ასახელებდნენ.

“რუსი კოლეგები გვეუბნებიან, რომ არაფერი საშინელი, არაფერი ზებუნებრივი ან კატასტროფული არ ხდება და პანიკა საჭირო არ არის,“ – აცხადებდა მაშინ დე ფაქტო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსი, რომან ჯოპუა. წყარო

  "ძალიან ბედნიერი ვიყავი ირაკლისთან..." - ნელი ბერაიასა და ირაკლი უჩანეიშვილის სიყვარულის ისტორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი