მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემა „გამომწვევ თამაშებს“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს დედას, ციცი ფალავანდიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ „ფეხი ორი ზომით გაეზარდა, ფეხსაცმელს ვეღარ იცვამს, შეხვედრაზე ჩუსტებით წავა და არ იცის, რა გააკეთოს“.
აღნიშნულ მონაკვეთს გიგის დედა ციცი ფალავანდიშვილი Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ გიგისგან ასეთ ხუმრობას არ ელოდა.
„კინაღამ გულის შეტევა დამემართა, როგორ დავიჯერე???? გიგისგან ასეთ ხუმრობას არ ველოდი და ა, ბატონო“, – წერს ციცი ფალავანდიშვილი.