შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თბილისში ამბობდნენ, რომ ხშირად ხედავენ სასაფლაოზე“ - რას წერს რუსული მედია, სად...

„თბილისში ამბობდნენ, რომ ხშირად ხედავენ სასაფლაოზე“ – რას წერს რუსული მედია, სად გაქრა თამარ გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ

ერთ დროს თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო რუ­სულ სცე­ნა­ზე ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ნი­ჭით შე­ჯიბ­რე­ბა, ეს იყო თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი – ასე იწყებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია, სა­დაც სვამს კი­თხვას, თუ სად გაქ­რა მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

ბოლო წლებ­ში გვერდწი­თე­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სეთ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბი ცხოვ­რობ­და და კა­რი­ე­რა აე­წყო თუ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი საყ­ვა­რე­ლი დედა და­ე­ღუ­პა.

“18 იან­ვარს თა­მარ გვერდწი­თელს 62 წელი შე­უს­რულ­და. 2022 წელს, რაც მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა, მას შემ­დეგ სა­ზღვა­რი აღარ გა­და­უკ­ვე­თია” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

2022 წელს ექი­მებ­მა გვერდწი­თე­ლის დე­დას, გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ქალ­მა გა­და­წყვი­ტა დედა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ეყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად კი ის­რა­ე­ლი აირ­ჩია.

ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 83 წლის ქალს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლ­ფოვ­ნა გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ მე­დი­ა­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

დე­დის და­კარ­გვა ნამ­დვი­ლი დარ­ტყმა იყო მომ­ღერ­ლის­თვის. მტკივ­ნე­ულ­მა და­ნა­კარ­გმა ლა­მის სა­წოლს მი­ა­ჯაჭ­ვა. რო­გორც მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, ორ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც შემ­დგომ გვერდწი­თე­ლის პრო­დი­უ­სერ­მა უარ­ყო.

ბოლო წლებ­ში თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის­თვის დე­დის და­კარ­გვა მე­ო­რე მძი­მე ტრა­გე­დია იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რა­ლის მე­ო­რე ქმა­რი, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.
”თა­მა­რის­თვის დედა მთე­ლი მსოფ­ლი­ოა. ამ ჭრი­ლო­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ მო­უ­შუ­შებს“, – გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერდწი­თელ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. თბი­ლის­ში ამ­ბობ­დნენ, რომ პოპ-ვარ­სკვლავს ხში­რად ხე­და­ვენ სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მისი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნია დაკ­რძა­ლუ­ლი.

“გვერდწი­თე­ლი უკვე ორი წე­ლია ყო­ველ კვი­რას მი­დის მშობ­ლის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დგას საფ­ლავ­თან და ბევ­რს ტი­რის. ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ღე­რალ­მა დე­დის გვერ­დით კი­დევ ერთი ად­გი­ლი იყი­და – ის თა­ვის­თვის მო­ამ­ზა­და” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

  მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­მარ გვერდწი­თე­ლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა, მაგ­რამ ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სცე­ნას და­უბ­რუნ­დეს.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ვარ­სკვლა­ვი ძა­ლი­ან გახ­და. ამი­ტომ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და­უ­კავ­ში­რეს.

2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ის აშშ-ში იყო, ზა­ფხულ­ში მოლ­დო­ვა­ში. შე­მოდ­გო­მა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვე­ბე­რის მი­უ­ზიკლში “Sunset Boulevard”, რო­მე­ლიც ერე­ვან­ში გა­ი­მარ­თა და მომ­ღერ­ლებ­მა ყა­ზა­ხე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან და რუ­სე­თი­დან სიმ­ღე­რე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუ­სულ ენა­ზე შე­ას­რუ­ლეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო მი­ი­ღო. თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

“თა­მა­რა მი­ხა­ი­ლოვ­ნამ ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. მე­დია წერს, რომ თა­მა­რამ რუს პრო­დი­უ­სერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­წყვი­ტა და ახლა გვერდწი­თე­ლი უცხო­ელ აგენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ის მზა­დაა გას­ტრო­ლის­თვის ყველ­გან, გარ­და რუ­სე­თი­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მზად არის იმ­ღე­როს რუ­სე­ბის­თვის თბი­ლის­ში, სა­ა­მი­რო­ებ­ში, სტამ­ბოლ­ში. ის ახლა ძი­რი­თა­დად კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მო­დის, ამი­ტომ ცოტა კონ­ცერ­ტე­ბი აქვს.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც ბოლო დრომ­დე ამ­ტკი­ცებ­და, რომ გვერდწი­თე­ლი კონ­ცერ­ტებს არ ატა­რებ­და და სა­ერ­თოდ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე იყო, მისი კონ­ცერ­ტის დი­რექ­ტო­რი სერ­გეი პუ­დოვ­კი­ნია.

“მას აქვს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. თა­მა­რა მი­ხა­ი­ლოვ­ნას დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია. ის თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობს და მე არ ვიცი რო­გორ და­ვეხ­მა­რო. ის ტი­რის გა­უ­ჩე­რებ­ლად. რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი ხდე­ბა. ის სა­ქარ­თვე­ლო­შია“, – გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლა­ვის ასის­ტენ­ტმა.

თუმ­ცა რო­გორც ზე­ვით ვწერ­დით, ეს ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა და მომ­ღე­რა­ლი ევ­რო­პა­ში კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მოს­ვლი­სას ნა­ხეს. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, მომ­ღე­რალ­მა უცხოთ­ში კონ­ცერ­ტში სამ სა­ათ­ში 50 ათას ევ­რომ­დე ჰო­ნო­რა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. გვერდწი­თელ­მა ბოლო კონ­ცერ­ტი 2023 წელს გა­მარ­თა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში.

ახლა გვერდწი­თე­ლის ძი­რი­თა­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თბი­ლი­სია. ცნო­ბი­ლია, რომ მას კუს ტბი­დან არც თუ ისე შორს, ორი მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე აქვს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი მე­სე­რით არის და­ფა­რუ­ლი. ბაღ­ში შად­რევ­ნე­ბია, პე­რი­მეტრზე კი ნაძ­ვის ხე­ე­ბია დარ­გუ­ლი. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას? - მომღერლის ემოციები
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი