პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამას საქართველოში თითქმის არ იცნობენ, რუსეთში კი ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი ქალია...

მას საქართველოში თითქმის არ იცნობენ, რუსეთში კი ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი ქალია – ვინ არის ხატულია ავსაჯანიშვილი?

მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში ერთი-ერთი ქარ­თუ­ლი გვა­რი, ხა­ტუ­ლია ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას თით­ქმის არ იც­ნო­ბენ, მაგ­რამ რუ­სეთ­ში ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის.

2023 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე ახა­ლი მსხვი­ლი მო­თა­მა­შე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან შე­მო­ვი­და. ბრენ­დს “Boygar’s” ჰქვია და ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. ეს არის ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი. “რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, მათი გა­მო­ჩე­ნა ქარ­თულ მი­წა­ზე უფრო მე­ტად ფეს­ვე­ბი­სა და სა­წყის­თან დაბ­რუ­ნე­ბაა” – წერ­და რუ­სუ­ლი მე­დია.

ბრენ­დს სა­ხე­ლი ბიზ­ნე­სის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბო­ი­გარ ავ­სა­ჟა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის სა­თა­ვე ლე­ნინ­გრა­დის კო­ო­პე­რა­ტივ “პე­პე­ლა­დან” მო­დის. სსრკ-ს და­სას­რულს ის იყო მო­დის პი­ო­ნე­რი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ბა­ლე­ტის ყო­ფილ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ ბო­ი­გარ (ბო­რის) ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილ­მა 1988 წელს და­არ­სა.

ბო­რის ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად 1985 წელს
ჰყავს მე­უღ­ლე სვეტ­ლა­ნა ავ­სა­ჟა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ექი­მი – დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გია და შვი­ლე­ბი, და-ძმა: ხა­ტუ­ლია და თე­მურ ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლი. 35 წე­ლია, რაც სა­ო­ჯა­ხო კომ­პა­ნია Babochka სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მო­დის იმ­პე­რი­ად იქცა. ახლა ის მო­ი­ცავს ბევრ პო­პუ­ლა­რულ ბუ­ტიკს და ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ას. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა მრა­ვალ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მო­დის სახ­ლებ­თან. Babochka-ს ბუ­ტი­კის შო­უ­რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 200-ზე მეტი ბრენ­დი, Armani-დან-Fendi-მდე. ავ­სა­ჟა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, თე­მუ­რის მე­უღ­ლეა მა­რი­ინ­სკის პრი­მა ბა­ლე­რი­ნა ალი­ნა სო­მო­ვა.

გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი მე­გობ­რობს მსოფ­ლიო მო­დის ისეთ კო­რი­ფე­ებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან სტე­ლა მა­კარტნი და ბერ­ნარ არნო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შპს ბო­ი­გარ­სი 2022 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და. კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სვეტ­ლა­ნა ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლია.

კომ­პა­ნი­ის სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი შე­ად­გენს 1 300 000 მი­ლი­ონ ლარს. 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში კომ­პა­ნია Boygars-მა იქი­რა­ვა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი თბი­ლის­ში, მი­სა­მარ­თზე: შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, რომ­ლის იჯა­რის ვადა იწუ­რე­ბა 7 წე­ლი­წად­ში – 2030 წელს.

ცოტა რამ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლებ­ზე…

ხა­ტუ­ა­ლი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ რა­ღაც 15 ათა­სამ­დე გა­მომ­წე­რი ჰყავს, მაგ­რამ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, მსოფ­ლიო მო­დის გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს. ის ერთ-ერ­თია 13 რუ­სი­დან, რო­მე­ლიც 500 კა­ცი­ან სი­ა­ში შე­დის, ისი­ნი მო­და­ში ამინდს ქმნი­ან.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

“ინ­სტაგ­რამ­ზე” ხა­ტუ­ლი­ას გა­მომ­წე­რე­ბის სი­ა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, დი­ზა­ი­ნე­რი ნინა ზარ­ქუა, ბაია კვი­ცი­ა­ნი, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ნინა ცქი­ტიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე, თაკო ჩხე­ი­ძე და ანუ­კი არე­ში­ძეც კი.

2016 წელს მა­მამ ბიზ­ნე­სი შვი­ლებს გა­და­უ­ფორ­მა. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი დიდ, გე­მოვ­ნე­ბი­ან სახ­ლში ცხოვ­რობს. თე­მურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

ბო­რის ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად
„მე მყავს მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი პე­ტერ­ბურ­გში. ის უკვე სა­მოც­და­ა­თი წლი­საა, გულ­წრფე­ლად მი­მაჩ­ნია ჩემი სტი­ლის ხა­ტად. ის ამ­ბობს, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს მისი გარ­დე­რო­ბი, მა­ინც არის მთა­ვა­რი სი­ტყვა – ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. ზრდას­რულ­მა ქალ­მა ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცის რა სჭირ­დე­ბა, რა უხ­დე­ბა. მაგ­რამ ამ ცოდ­ნის ფარ­გლებ­შიც კი, რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნოს ახალ კო­ლექ­ცი­ებ­ში“. – ამ­ბობს ხა­ტუ­ლია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ხა­ტუ­ლია ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლი რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე კულ­ტუ­რულ ქა­ლაქ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც მას მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით უყ­ვარს. ბავ­შვო­ბი­დან მშობ­ლებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და, და­დი­ო­და მო­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ზე და იღებ­და ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­დის სამ­ყა­რო­დან. რო­დე­საც პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, ის აგ­რძე­ლებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში და ერთ დღეს შეს­თა­ვა­ზეს სამ­სა­ხუ­რი „შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლში“, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უარი ეთ­ქვა, რად­გან ვერ შეძ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი.

ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბის ბრენ­დი 30 წლი­საა და ამ­ჟა­მად და-ძმა ერ­თად აგ­რძე­ლებს პე­ტერ­ბურ­გში მო­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაც­მას და ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი ხა­ტუ­ლია ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ

ქალი გა­მორ­ჩე­უ­ლია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ის ამა­ვე დროს კარ­გად ხა­ტავს. მისი ნა­ხა­ტე­ბი ხში­რად ასა­ხავს ღრმა ემო­ცი­ებს და რთულ დე­ტა­ლებს, რაც ასა­ხავს მის უნი­კა­ლურ ხედ­ვას სამ­ყა­რო­ზე. გარ­და ამი­სა, მან და­წე­რა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი.

თა­ვი­სი ნი­ჭით მან სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ხში­რად იწ­ვე­ვენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა პრეს­ტი­ჟულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბი და მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი.

ის აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რო­დე­საც საქ­მე გა­ნათ­ლე­ბა­სა და ბავ­შვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ეხე­ბა. ხა­ტუ­ლია ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი მშობ­ლი­უ­რი ენის გარ­და, თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ხუთ ენას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ში.

  „16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა, ხელი საწარმოო უთოში დამეწვა...“ - ანა ჯაფარიძე, პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი

მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა და­უ­ო­კე­ბე­ლი ოპ­ტი­მიზ­მია. ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მიზ­მი არის სი­ნათ­ლის შუ­ქუ­რას, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვახ­სე­ნებს ადა­მი­ა­ნის სუ­ლის გამ­ძლე­ო­ბა­სა და იმ ღრმა ზე­მოქ­მე­დე­ბას, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე.

რო­გორც ხა­ტუ­ლი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხეთ, ქალი თბი­ლის­საც სტუმ­რობს. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც ბე­ბი­ას­თან ერ­თად თბი­ლის­ში აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი წერს, “ვუ­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ჩემს ტკბილ ბე­ბი­ას! დღეს ისე ვი­სურ­ვებ­დი თბი­ლის­ში ყოფ­ნას, რო­გორც არას­დროს”.

და-ძმა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ბე­ბი­ას-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2023 წლის დე­კემ­ბერ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ხა­ტუ­ლია ინ­სტაგ­რამ­ზე თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, „მზი­ა­ნი დე­კემ­ბე­რი თბი­ლის­ში…“

ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ბი ბიზ­ნე­სი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გამო, რო­გორც ჩანს ხში­რად სტუმ­რო­ბენ თბი­ლისს. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი