აშშ-ში 34 წლის ქალმა მცირეწლოვანი შვილები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციის ცნობით, შემთხვევა 18 თებერვალს, საღამოს 7:40 საათზე მოხდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ჯესიკა ჯესმონმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შვილების, 8 წლის გოგონასა და 5 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ისინი სიცილით, ცნობისმოყვარეობითა და უსაზღვრო პოტენციალით სავსე ბავშვები იყვნენ, სამწუხაროა, რომ მათი სიცოცხლე ასეთი საშინელი ტრაგედიის გამო შეწყდა”, – განაცხადებს ოჯახის ახლობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ოჯახურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი დეპარტამენტი ძალადობის ინციდენტების საფუძვლიანად გამოძიებისა და კანონის სრულყოფილად აღსრულებისთვის მუშაობს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ჯესიკა ჯესმონი კოლეჯში მედიცინას სწავლობდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ფარმაცევტად, ქოლ-ცენტრის მიმღებად და ფინანსურ ანალიტიკოსად. როგორც ცნობილია, მას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.
”მძიმე დროს ვიკრიბებით, რათა ვიგლოვოთ და გავაძლიეროთ კავშირები. ამ საქციელით კი ჩვენს საზოგადოებას სოლიდარობის მაგალითს ვაძლევთ” – განაცხადა ქალაქის მერმა მომხდართან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები