სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ამბობდა, ისრაელში ვცხოვრობ და საქართველოში ვცოცხლობო“ - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი...

„ამბობდა, ისრაელში ვცხოვრობ და საქართველოში ვცოცხლობო“ – რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი მამის უკანასკნელ დღეებზე

5 იან­ვარს, ქარ­თვე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ტო­ნო კა­კუ­ლი ბოლო წლებ­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წო­ნა­ში და­იკ­ლო, ჰქონ­და ტკი­ვი­ლე­ბი და ექი­მებ­მა ოჯახს უთხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, მას შემ­დეგ, თით­ქმის ოთხი წელი იცო­ცხლა.

“იცო­ცხლა ისე, რომ არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია. არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და თა­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ზე, არ უნ­დო­და, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ენერ­ვი­უ­ლათ”, – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღერ­ლის უფ­რო­სი ვაჟი მი­შელ გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი.

– მი­შელ, რო­გორ გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა ბა­ტო­ნი კა­კუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

– ძა­ლი­ან რთუ­ლია, ჩვე­ნი ოჯა­ხის, ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ძალა, ენერ­გია მა­მა­ჩე­მი იყო. ახლა თა­ვი­დან ვსწავ­ლობთ სი­ა­რულს. ვი­ცით, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ამას ვე­გუ­ე­ბით ნელ-ნელა, მაგ­რამ ის ჩვენ­თვის არა­სო­დეს მოკ­ვდე­ბა. გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ ჯერ ისევ…

– ბოლო წლებ­ში ავად­მყო­ფობ­და, წო­ნა­შიც და­იკ­ლო… რო­დის და­უს­ვეს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი?

– 2020 წლის 2 მარტს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ე­გუა მომ­ხდარს, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა. ცხოვ­რე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად ებ­რძო­და ამ სენს. ფიქ­რობ­და, რომ ადა­მი­ა­ნი ბე­დის­წე­რას ვერ გა­ექ­ცე­ო­და და ვიდ­რე სული პირ­ში მიდ­გას, ბო­ლომ­დე ვი­ცხოვ­რებ თქვენ­თან ერ­თა­დო. მარ­თლაც, ბოლო წა­მამ­დე ისე იცხოვ­რა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ხალ­ხთან ერ­თად. რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ექიმს ვუ­თხა­რი, და­ა­ნე­ბეთ მაგ ციფ­რებს თავი, ნა­ხავთ, რომ ყვე­ლა­ნა­ირ რე­კორდს მოხ­სნის-მეთ­ქი. რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო, მამა მა­ინც იმე­დი­ა­ნად იყო…

– ის­რა­ე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა გა­მორ­ჩე­უ­ლია მსოფ­ლი­ო­ში… მანდ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დის ხალ­ხი სამ­კურ­ნა­ლოდ. რა მოხ­და მა­მას შემ­თხვე­ვა­ში, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბა?

– სამ­წუ­ხა­როდ. გვი­ან გა­ვი­გეთ, უკვე მე­ო­თხე სტა­დია ჰქონ­და. თან გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი სიმ­სივ­ნეა, ამა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თან მა­მამ მარ­თლაც ყვე­ლა რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, არა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ აძ­ლევ­და ამ და­ა­ვა­დე­ბას, მოგ­ზა­უ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­მო­სუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა გვი­თხრეს, – ისეთ მო­მენ­ტში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და­ა­ვა­დე­ბა, რომ ვე­რა­ფერს ვუშ­ვე­ლი­თო.

– მი­შელ, პრო­დი­უ­სე­რი გია გო­გო­რიშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, – ბოლო დროს ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და. იდგა სცე­ნა­ზე და მღე­რო­და ძვე­ლე­ბუ­რა­დო…

– მამა ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, ყვე­ლა მო­წუ­წუ­ნე კა­ცის დე­დაო… როცა სტკი­ო­და, ჩუ­მად მე­ტყო­და, აბა, წა­ვე­დი­თო… მარ­თლაც სიმ­ღე­რით ცხოვ­რობ­და და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით. ეს იყო მისი ჟანგბა­დი. ის­რა­ელ­ში ომი რომ და­ი­წყო, ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და, ცუ­დად გახ­და, ვერც მღე­რო­და, ვის ემ­ღე­რე­ბო­და, არა­და, მისი ჟანგბა­დი სიმ­ღე­რა იყო.

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო და აქაც გა­მორ­ჩე­უ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ. იწ­ვევ­დნენ კონ­ცერ­ტებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. თქვენც ძა­ლი­ან კარ­გად სა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად, მა­მამ შე­გაყ­ვა­რათ სა­ქარ­თვე­ლო?

– ის­რა­ელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­ვიყ­ვა­რე. ამ­ბობ­და ხოლ­მე, ის­რა­ელ­ში ვცხოვ­რობ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცო­ცხლო­ბო. ნამ­დვი­ლად ასე იყო, თუ შენ შენი წარ­სუ­ლი არ იცი, მო­მა­ვა­ლი ვე­რა­სო­დეს გექ­ნე­ბა.

მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ურე­კავ­და ხოლ­მე, – ედუ­არ­დო­ვიჩ, რა წა­მო­ვი­ღოო. მე­რა­ბი ეუბ­ნე­ბო­და, – კა­კულ, ყავა ჩა­მო­მი­ტა­ნეო. – არ უნ­დო­და შე­წუ­ხე­ბა. მამა ეუბ­ნე­ბო­და, – სან­თლებ­საც წა­მო­ვი­ღებ აუ­ცი­ლებ­ლა­დო. შე­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში და სან­თლე­ბი მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბის­თვის. რე­ლი­გია დე­და­სა­ვით არის, რო­გორც სა­კუ­თარ დე­დას სცემ პა­ტივს, ისე სხვის დე­დას უნდა სცე პა­ტი­ვი. ასე გაგვზარ­და მა­მამ. ლოც­ვას ყველ­გან მი­ი­ღებს ღმერ­თი.

– თქვენც ჩა­მო­დი­ო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, მღე­რო­დით მა­მას­თან ერ­თად, თუმ­ცა არ ვიც­ნობთ თქვენს და-ძმას…

– ერთი და მყავს 36 წლის და ძმა, 31 წლის. ჩემი ძმა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ჭი­და­ვე იყო, რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცხოვ­რობ­და, ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წელი. ჩემი და მღე­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლია. ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს მა­მას და მე­ექ­ვსე გზა­შია.

– დე­და­ზე მინ­და გკი­თხოთ, ქალ­ბა­ტო­ნი ლო­რე­ტა, ყო­ველ­თვის ყველ­გან თან ახ­ლდა მე­უღ­ლეს, ვიცი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თბა ჰქონ­დათ…

– მა­მა­ჩე­მი სულ იმას ამ­ბობ­და, რომ ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ ვი­ცი­თო, ერ­თმა­ნეთ­თან ისე იყ­ვნენ. სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მე­გობ­რუ­ლი, ძმა­კა­ცუ­რი. ყო­ველ­თვის ერ­თად იყ­ვნენ, დედა მა­მის­თვის ამო­ღე­ბუ­ლი ხმა­ლი იყო. ღმერ­თმა ქნას, რომ ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი გვყავ­დეს, დე­და­ღა დაგ­ვრჩა.

რო­დე­საც მამა და­ი­ღუ­პა, ყვე­ლა დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. დე­დას ვთხო­ვე, წა­მო­დი, ჩემ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად-მეთ­ქი, ჩემ­მა დამ, არა, მარ­ტო ვცხოვ­რობ და ჩემ­თან წა­მო­ვი­დე­სო, ამ დროს ჩემი ძმა იძა­ხის, – დე­დი­კო ჩემ­თან მინ­დაო. ამ დროს დედა ადგა და გვი­თხრა, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს რომ ჩემ­ზე კა­მა­თობთ, მაგ­რამ მე ჩემი პა­ტა­რა კუ­თხე მინ­და, აქ დავ­რჩე­ბი და ყვე­ლას­თან სტუმ­რად მო­ვა­ლო. ვუ­თხა­რი, – ასე არ გა­მო­ვა, მე მა­მაც დავ­კარ­გე, ძმა­კა­ციც და ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი. ამ დროს დე­დამ თქვა, ყვე­ლამ რა­ღაც და­კარ­გა, მაგ­რამ მე ცხოვ­რე­ბა დავ­კარ­გეო. ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად შვი­ლებ­მა, შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა გა­ვამ­ხნე­ვოთ, მა­მას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, რომ მის გამო ვინ­მე სევ­დი­ა­ნი იყოს.

– რო­გორ გამ­ხნე­ვებ­და, რას გე­უბ­ნე­ბო­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უკვე დამ­ძიმ­და…

– მა­რი­გებ­და, რა იყო მი­სა­ხე­დი, დრა­მის დად­გმა არ უყ­ვარ­და. უბ­რა­ლო პი­როვ­ნე­ბა იყო, სი­ცი­ლი და ხა­ლი­სი უყ­ვარ­და. სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი­დევ ვი­სა­უბ­რეთ, მე­უბ­ნე­ბო­და, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა… ტი­რი­ლი და­ვი­წყე და მი­თხრა, ცრემ­ლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, ოჯახს მი­ხე­დეო. ნა­ო­ჭიც კი არ შეც­ვლია სა­ხე­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ერ­თოდ, არა­ვის­თან სა­უბ­რობ­და თა­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ზე, ამ­ბობ­და, – სხვე­ბი რა­ტომ უნდა ვა­ნერ­ვი­უ­ლოო. სიკ­ვდი­ლამ­დე ორი კვი­რით ადრე სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და ნა­თე­სა­ვი და ეს აქეთ არი­გებ­და, თა­ვის მე­უღ­ლე­ზე ეკი­თხე­ბო­და, რო­მე­ლიც ცუ­დად იყო. კი არ მა­ლავ­და ცუ­დად ყოფ­ნას, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნებს უფრთხილ­დე­ბო­და, არ უნ­დო­და ენერ­ვი­უ­ლათ.

– გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გობ­რო­ბა ჰქონ­და მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­თან. ვი­ცით, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე მე­რა­ბი ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ვი­და და და­ემ­შვი­დო­ბა.

– ასე გა­მო­ვი­და, რომ და­ემ­შვი­დობ­ნენ ერ­თმა­ნეთს… ომის გამო ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და მე­რაბს ბი­ლე­თე­ბის შოვ­ნა. ძლივს იშო­ვა, ბევ­რი იწ­ვა­ლა. გა­და­წყდა, რომ ორ­შა­ბათ დღეს უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, წინა სამ­შა­ბა­თი­დან რომ და­ი­წყო მა­მამ, ყო­ველ­დღე მე­კი­თხე­ბო­და, რო­დის უნდა ჩა­მო­ვი­დე­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მამა, ხომ ყო­ველ­დღე ელა­პა­რა­კე­ბი მე­რაბს და არა, მა­ინც შე­მახ­სე­ნეო, ავი­წყდე­ბო­და ხოლ­მე. მე­რა­ბი რომ ჩა­მო­ვი­და, არ ვიცი, ეს რა იყო, დამ­შვი­დო­ბე­ბა კი არა, უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას.

ღმერ­თმა მომ­ცა იმის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ კა­კუ­ლის შვი­ლი ვარ და მე­რა­ბის გაზ­რდი­ლი ვარ. მე­რაბ­მა მარ­ტო მე­გობ­რო­ბა და ძმა­კა­ცო­ბა კი არ იცის, ვერც ვი­სა­უბ­რებ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია, ისე­თი ერ­თგუ­ლია. აი, გული რომ გულს შეხ­ვდე­ბა, ისე შეხ­ვდნენ წლე­ბის წინ ერ­თმა­ნეთს კა­კუ­ლი და მე­რა­ბი და ერთი ოჯა­ხი გავ­ხდით. მე­რაბს მა­მა­საც ვე­ძა­ხი, ბი­ძა­საც, ძმა­საც და მე­გო­ბარ­საც. ბი­ო­ლო­გი­უ­რი ძმე­ბი არ ყო­ფი­ლან, მაგ­რამ იმა­ზე მეტ­ნი იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თის­თვის.

– მი­შელ, რო­გო­რია მა­მის გარ­შე სცე­ნა­ზე დგო­მა და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა?

– მე ვიქ­ნე­ბი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და ის­რა­ე­ლის დრო­შას ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ას­წევს. ჩემი სამ­შობ­ლო არის ის­რა­ე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო, მე მეტი სამ­შობ­ლო არ მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ხან­და­ხან არ მემ­ღე­რე­ბა, მაგ­რამ მა­მის გა­რე­შე სცე­ნა­ზე დგო­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს. ჩვე­ნი სა­ერ­თო ენა გვქონ­და, თვა­ლე­ბით ვსა­უბ­რობ­დით… წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი