მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი “შუა დღის” ეთერში საჯაროდ მოჰყვა, როგორ უღალატეს.
„ეს არსად მომიყოლია, ზუსტად ვიცი, გადამივლიან. 4 წელი ვიყავით თანაცხოვრებაში, მოხდა რაღაც განხეთქილება და დავშორდით, ამ დაშორების მერე იმდენი გააკეთა, რომ შევრიგდით, დავსხედით და მოვილაპარაკეთ, რომ უფრო სერიოზულად გვეფიქრა. მოხდა ისე, რომ ამ შერიგებიდან დაახლოებით ათ დღეში დავწექი საავადმყოფოში, რთული ოპერაცია გავიკეთე და არ მოვიდა სანახავად, მანდ მივხდი, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც უნდა ყოფილიყო… ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, გავტეხე მისი სოციალური ქსელი “ინსტაგრამი” და აღმოვაჩინე მისი მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან, იმ დონეზე ცუდად გავხდი, რომ ნაკერი გამეხსნა”, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები