„ნაპოლიმ“ შესაძლოა, კვარაცხელია დააჯარიმოს – ვის ეკუთვნის საბოლოო სიტყვა?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დააჯარიმოს. ამის შესახებ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს.

საქმე “ბარსელონასთან” მატჩში მომხდარ ფაქტს ეხება. მოგეხსენებათ, “პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ჩვენებურმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

“ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს “ჯენოასა” და “ნაპოლის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ “კვარა” იტალიურად კარგად არ ლაპარაკობს, მატჩის ბოლოს შეცვლით უკმაყოფილო იყო და თქვა: “ეს რატომ გააკეთე?!”.

“ბარსელონასთან” ქართველი უკვე კალცონამ გააღიზიანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ
აღნიშნა, რომ მისთვის გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გუნდია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ახლა სიტუაციას აურელიო დე ლაურენტისი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა კვარაცხელია”, – წერს გამოცემა. წყაროწყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ნაპოლიმ“ შესაძლოა, კვარაცხელია დააჯარიმოს – ვის ეკუთვნის საბოლოო სიტყვა?. 24 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნაპოლიმ-შესაძლოა-კვარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi