პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება42 ათასამდე ვაკანსია ნახევარ წელში - პროფესიები, რომლებზეც არის მოთხოვნა

42 ათასამდე ვაკანსია ნახევარ წელში – პროფესიები, რომლებზეც არის მოთხოვნა

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით jobs.ge-ზე 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის ანგარიშში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 9,867 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 7,628 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10,988 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია – აღნიშნულია ანგარიშში.

  რომელი ობიექტის შაურმით მოიწამლა 7 ადამიანი თბილისში?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი