სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – ახალი კვლევა

საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – ახალი კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს.

კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლობა უფრო დაბალია სოფლებში, ვიდრე ქალაქებში.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 14%-მა იცოდა კრიმინალური სუბკულტურის მნიშვნელობა, რომ ეს გულისხმობს გარკვეული კრიმინალური ფასეულობების აღიარებას, გაზიარებას და კანონდარღვევას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა, 29%-მა კრიმინალური სუბკულტურა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთან დააკავშირა. 23%-ის აზრით კი, ადამიანი კრიმინალური სუბკულტურის ნაწილი ხდება ნებისმიერი კანონდარღვევის ჩადენის შემდეგ.

კრიმინალური სუბკულტურების შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროებად ტელევიზია და სოციალური ქსელები დასახელდა.

გამოკითხულთა 27%-მა მათ საცხოვრებელ გარემოში კრიმინალის დონე შეაფასა როგორც “ძალიან მაღალი”, ან “მეტ-ნაკლებად მაღალი”. კვლევის მონაწილეები საუბრობენ კრიმინალის ზრდის ტენდენციაზე და მას ქალები უფრო მძაფრად აღიქვამენ, ვიდრე კაცები.

პოლიცია
გამოკითხულთა 24% თვლის, რომ პოლიციელები პასიურად, ან თითქმის არ მონაწილეობენ სამართალდარღვევების აღკვეთასა და პრევენციაში. მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობა (14,6%), არაკვალიფიციური კადრები (14,5%) და ქვეყანაში არსებული შერჩევითი მართლმსაჯულება (15,4%) დასახელდა. ისინი, ვინც თვლიან, რომ პოლიციელები აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად (65%), ამის მაგალითებად ხშირ პატრულირებას (55%) და მოსალოდნელ კანონდარღვევებზე დროულ რეაგირებას (20%) ასახელებენ.

კვლევის ფარგლებში კითხვა დაისვა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მიმღებლობაზეც. გამოკითხულთა თითქმის მეხუთედი (19%) ფიქრობს, რომ პოლიციაში მუშაობა “არაპრესტიჟული”, ან “ძალიან არაპრესტიჟულია”. ოჯახის წევრის საპოლიციო სტრუქტურაში დასაქმების წინააღმდეგია მოსახლეობის 40%. როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრის პოლიციაში დასაქმებას უფრო მეტად კაცები ეწინააღმდეგებიან, ვიდრე ქალები, უფრო მეტად თბილისის მცხოვრებლები, ვიდრე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. მიზეზად ისინი სიცოცხლისთვის საფრთხის რისკის შემცველ ფუნქცია-მოვალეობების შესრულების ვალდებულებასა (27%) და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული სკეპტიკური განწყობას (23%) ასახელებენ.

დოკუმენტი მოამზადა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSI), იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით. კვლევა კომპლექსურია და მოიცავს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს 11 რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ჩატარდა პირისპირი ინტერვიუები. მონაწილეობა მიიღო 15 წელზე მეტი ასაკის 1908 რესპონდენტმა. მიღებული მონაცემები რეპრეზენტატულია საქართველოს მასშტაბით – ცდომილება 2.2%-ის ფარგლებშია.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან ნოემბრის შუალედში, ჩატარდა 11 ფოკუს-ჯგუფი. ამ შემთხვევაში, კვლევის მონაწილეები იყვნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ფსიქოლოგები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები, არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. კვლევის ფარგლებში ექსპერტული ინტერვიუები აიღეს ბავშვთა განვითარების 2 ფსიქოლოგთან და 4 მოსამართლესთან. პრეზენტაციისას ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათი მცდელობის მიუხედავად, კვლევაში მონაწილეობა არ მიიღეს შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი