დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება, საპატრიარქოში მისვლას გეგმავს.
„მრავალ მირქმას, უფალმა გულში მიგირქვათ, ვისაც ნამდვილად სწამს და სჯელა უფლის სამართლიანობის….
კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობა ამდენი წერილისთვის და მხარდაჭერისთვის…
ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, მშვიდობა და სიხარული ყველას!..
და კიდევ, ძალიან გთხოვთ, ნუ დამირეკავთ ჟურნალისტები, რისი თქმაც შემეძლო, გითხარით.
მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, მერე თავად გადავწყვეტ, რა და როგორ უნდა ვისაუბრო…
კარგად იცით, არც საუბარი მეშლება, წერა-კითხვაც ჩემი მოგონილია!..
ნურც აეროპორტში დამხვდებით, დამხვდებიან ჩემი შვილები და ესეც საკმარისია!..
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !..“, – წერს მამა პეტრე.
საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები