საქართველოში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება დაიწყოს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება იყოს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც მთავრობის გეგმაშია ნათქვამი, ცვლილების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:

განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;

დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;

- Advertisement -
Ad imageAd image

შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება დაიწყოს. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-გარკვეულ-პრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi