ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს“ - სახალისო გამოხმაურება ბინაშ შინაურ...

„ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს“ – სახალისო გამოხმაურება ბინაშ შინაურ ცხოველთა ყოლის ახალ წესებზე

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ბი­ნა­ში, სამ­ზე მეტი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) ყოლა ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი.

შე­ზღუდ­ვას “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­და. კანონპროექტით, სამ­ზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასა­კის ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) ყოლა ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აღნიშნულ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო მწვავე და სახალისო კომენტარებიც. ერთ-ერთია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული დავით როგავას ფოტო მინაწერით: „ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს“. ფოტოზე მამაკაცი ძაღლების ჯგუფი ჰყავს შემოკრებილი, თვითონ კი კანონპროექტს კითხულობს.

  შეფ ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე პირველ შვილს ელოდებიან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი