ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამამა პეტრე საპატრიარქოს პასუხობს - „ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომელიც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მეც...

მამა პეტრე საპატრიარქოს პასუხობს – „ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომელიც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მეც მაქვს კი­თხვე­ბი და იმე­დია, ისი­ნიც გას­ცე­მენ პა­სუხს“

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

საპატრიარქოს ცნობითვე, კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

– დიახ, მე ამ­ჯე­რად ვიმ­ყო­ფე­ბი ინ­გლის­ში, ჩემი დის ოჯახ­ში, რომ­ლის მე­უღ­ლეც არის, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, ალ­ბათ გსმე­ნი­ათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ჩა­მოვფრინ­დი. ორ­ჯერ იყო თხოვ­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­დან რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში, რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და ვერ ჩა­მო­ვი­დო­დი, ჩემი გან­რი­გი მქონ­და. რომ ჩა­მო­ვე­დი და შეხ­ვედ­რა ვი­თხო­ვე, ე.წ. ღო­რის გრი­პის პე­რი­ო­დი იყო და პრაქ­ტი­კუ­ლად და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვა­პი­რებ­დი მის­ვლას. და­ვუ­კავ­შირ­დი მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს და მივ­წე­რე წე­რი­ლი, გა­მო­კეთ­დი და შემ­დეგ შევ­ხვდე­თო.

ამის მერე, მოხ­და ისე, რომ მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი და ვუ­თხა­რი, რომ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე თუ მოხ­დე­ბა ეს შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ და თუ არა­და სა­ბერ­ძნე­თის ემიგ­რა­ცი­ას­თან არის შეხ­ვედ­რა ჩემი და ამას ვერ ჩავ­შლი-მეთ­ქი, მა­შინ შემ­დეგ მოხ­ვდე­სო შეხ­ვედ­რა. სა­ბერ­ძნე­თი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ვუ­თხა­რი ჩემს დას­თან მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, წას­ვლის თა­რი­ღიც ვუ­თხა­რი, დღე­ვან­დელ დღეს სამ­შა­ბათს უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე და მივ­სუ­ლი­ყა­ვი მანდ. ვუ­თხა­რი, რომ ორ­შა­ბათს ღამე ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მქონ­და და ხუთ­შა­ბათს და­მი­რე­კეს, ვთხო­ვე, რომ იქამ­დე ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ვი­დო­დი, ოღონდ სამ­შა­ბათს ვერ მო­ვალ ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მაქვს-მეთ­ქი. აქ არ ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას, ჩა­მო­ვალ და შევ­ხვდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. მათ მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვას გავ­ცემ პა­სუხს. მეც მაქვს კი­თხვე­ბი და იმე­დია ისი­ნიც გას­ცე­მენ პა­სუხს.

  ფაროსანა (აზიური) და რეკომენდაციები შენობების დასაცავად

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­ფე­რი მიკ­ვირს. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ღებ. არ ვიცი, რა გი­თხრათ, ეს არის ვფიქ­რობ, ის რა­საც ვე­ლო­დი.

– რას ნიშ­ნავს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმო­ბენ გან­ცხა­დე­ბა­ში თუ იცით?

– ის, რომ მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ის, რომ ბევ­რი ისე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუმ­ცა ყვე­ლა ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუხს ვა­გებ და შე­სა­ბა­მი­სად ეს არის ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყოვ­ლეთ­ვის ვა­გებ პა­სუხს ყვე­ლას წი­ნა­შე, ამი­ტომ არ მიკ­ვირს მათი პო­ზი­ცი­ე­ბიც. იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა. ეს დღე­ე­ბი მე ვერ ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 15 დღე ბრი­ტა­ნეთ­ში ვრჩე­ბი. წყარო

მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი