პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით პატრიარქს მიმართეს

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით პატრიარქს მიმართეს

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

  ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი